top of page

დაკარგულები

  • Writer: Anna Bakradze
    Anna Bakradze
  • Jan 26, 2024
  • 1 min read

Updated: Apr 10

სადღაც, ხრიოკი უდაბნოს ნაპრალებს შორის,

მზის მოლივლივე ანარეკლის ჩრდილში,

შევწყვიტე მბრუნავი ფიქრების თრევა,

ზურგით ნატარები წრიული დღეები გადმოვალაგე

და ამაყად დარცხვენილი ფეხები მიწაში ჩავრგე,

რომ ულამაზოდ თამამად ვაღიარო ყველა სიმახინჯე,

რომელიც თვალებში ჩამიდგა:

მჯერა, რომ დაინახავთ, როგორ იმსხვრევიან

საკუთარი წყვდიადის სიღრმეებში გამოსახულებები

და იქვე შეხვდებიან ნამდვილ სხეულებს,

დამალულებს და დასახიჩრებულებს,

ფეხებ მოწყვეტილებს მიწიდან,

დაკარგულებს სიყვარულის ძებნის ლაბირინთებში

და გაქონილებს სიკეთის სახელით.

ნეტავ ხედავდეთ... ჩემი წვივებით ვგრძნობ,

ისინი თქვენ ხართ.



Manuel Vargas
Manuel Vargas

Her strong muscles, her wide hips... and her penetrating gaze show his long and hard days of work under the scorching sun of the Guanacaste pampas.


 
 
16177510_10212387927240263_3183456467487240242_o.jpg
bottom of page