
ყოველი დაბადებული ბავშვი გამარჯვებულია. საიდან მოდის ეს შეუჩერებელი სწრაფვა გამარჯვებისკენ? არის რაღაც, რასაც ჩვენ არ ვწყვეტთ. რაღაცეები უკვე გადაწყვეტილია.
არ ვირჩევთ ჩვენს სხეულებს, ხმებს, უნარებს. ვერ იტყვი არ ვეთანხმები, არ მომწონს და ამით არ ვიცხოვრებ. შეიძლება ხელი წაკრა, მისწი-მოსწიო, მაგრამ ვერ ცვლი. არ შეგიძლია ფრენა. არ შეგიძლია წყლის ქვეშ ცხოვრება. არ შეგიძლია პროტესტი იმის, რომ ხარ ფიგურა, რომელიც ასრულებს სვლას მხოლოდ იმ დაფაზე, სადაც სასიცოცხლო პირობები გაქვს მოცემული და რომელსაც ასევე ვერ ცვლი. ძალიან სევდიანი ამბავია. შეგიძლია მხოლოდ ის, რომ გადარჩე, დიდხანს იყო და მოცემულ კვადრატში ცვლილებები განახორციელო. თუ იმასაც შეძლებ რომ ამასთან სიხარულის წამებიც შეიგრძნო უკვე გამარჯვებული ხარ სადაც არ უნდა იყო. ყველა სხვა შემთხვევაში დამარცხდი და ეს მარცხი დაუძლეველი ტკივილია.
გაჩერება, უმოძრაობა და უმოქმედობა გაუსაძლისია და იწვევს სიკვდილს.
შეგუება მოჩვენებითია და ასევე იწვევს სიკვდილს.
კმაყოფილება არ არსებობს.
დაუკმაყოფილებლობის სითხე, რომელიც ასხია ყველა ადამიანურ ჭურჭელში არის იგვივე საწვავი, რომელიც განაპირობებს მოძრაობას. რომ არა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, მეტის მიღწევის, ჩარჩოდან გასვლის, წინსვლის და გასწრების კოდი, არც ერთი ადამიანი ცოცხალი არ იქნებოდა. ესაა არსებობის ფორმულა ყოველ ეტაპზე დასაწყისიდან დასასრულამდე, ვიდრე ცოცხალი ხარ,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.