თეფშები
- Anna Bakradze
- Dec 31, 2024
- 1 min read
ჩემს ოთახს სამზარეულოსგან ერთი კედელი ჰყოფს. პატარა რომ ვიყავი, დილის სიზმრებს ყოველთვის დედას ფუსფუსი ეფინებოდა, რომელიც უფრო მკაფიო ხდებოდა და ჩემს ათასნაირ სიზმრისეულ თავგადასავლებს ნელ-ნელა მიაყუჩებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დღესასწაული იყო.
ასეა დღემდე.
ვიდრე თვალს გავახელ და გამახსენდება ახლა რამდენი წლის ვარ, ვიღაც კაცების ხმა მესმის, რომელთა იდენტიფიცირებას სიზმარშივე ვცდილობ. მამას ხმას არ ჰგავს, არც ბიძაჩემის- გიზუნიას, არც კარის მეზობლის, გური ბიძიას… ამასობაში სიზმარშივე ვიზრდები და მახსენდება, რომ არც ერთი მათგანი აღარ არის და როცა მზის სხივები საბოლოოდ გაარღვევენ ახალი დღის შრეებს, ვხვდები რომ ეს ორი ხმა ჩემი შვილების უნდა იყოს.
არადა როგორ მიყვარდა თეფშების დალაგება გაშლილ სუფრაზე, რომლისთვისაც გვერდით დედას დაკეცილი ხელსახოცები უნდა შემომეწყო.
