მონახულება
- Anna Bakradze
- Nov 6, 2022
- 1 min read
მეგონა ყველაფერს ვხედავდი.
რეზინის ბურთი ორი ზოლით ჭადრაკის დაფისებური იატაკის ფილას ზომით აღემატება, ამიტომ აჯობებს თუ ინერციით ზუსტად ჯვარედინ გადაკვეთაზე შეჩერდება.
ჟუჟუნა დამლაგებელი კეთილია. მისი სახის ნაკვთები ჩაბღაუჭებულან ყველა იმ მიზეზს, რის გამოც ის ჩათვლის, რომ მისი ცხოვრება ტრაგედიაა. ის მძიმედ დგამს ფეხებს, რომლებზეც მწვანე ვენებია ამობურცული და კეთილ ხელებზე აყროლებული ჩვრის სუნი ასდის, რომელსაც ის ვერ გრძნობს.
აივანი სავსეა ბავშვებით, მაგრამ მე ახლა ლეკვს ვხედავ, რომელსაც სადარბაზოში სახლი მოვუწყვე.
მამა აუცილებლად დამახვედრებს ველოსიპედს, იმიტომ რომ შემპირდა.
შეიძლება კიდევ არის რაღაც, რაც სოციალისტური საბავშვო ბაღის აივანს არ ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება არც არის იმიტომ, რომ ახლა აღარ მახსოვს.
