top of page
  • Anna Bakradze

ხელოვნების აღქმა

შემოქმედება ბუნებრივი პროცესია, მოზღვავებული ემოციების "აფეთქება" და ამ დროს ხშირად ცნობიერი აზროვნება მიძინებულია და ადამიანი გარკვეული გრძნობის, მოგონების, შთაგონების, სამყაროსთან თანხმობის ან უთანხმოების გამომხატველ ორგანიზმად გადაიქცევა, რომლისთვისაც უმნიშვნელოა ის ფაქტორები, რომელიც ნამუშევარს მომავალში გარკვეულ სტატუსს მიანიჭებს და ამა თუ იმ დონეს განუსაზღვრავს.


და მაინც, რატომღაც ითვლება, რომ ზოგიერთი ნამუშევარი საზოგადოებისთვის მეტად ღირებულია და ზოგი ნაკლებად.




 

სამი კითხვა, რომელიც განსაზღვრავს პასუხს:


  1. რამდენად ძლიერია ნამუშევარში ჩადებული ემოცია?

არსებობს ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში, დედამიწის სხვადასხვა წერტილშია შესრულებული, ერთმანეთთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, მაგრამ მათში უცნაური თანხვედრაა აზრების, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს საერთო ჭეშმარიტება, რომლის ცალკეულ ნაწილებს სწავლების შედეგად, ან მის გარეშეც პოულობდნენ ადამიანები. უძველესმა ადამიანებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, შეძლეს ციური სხეულების განლაგების, დროის ციკლის განსაზღვრა და ხშირად მათ მიერ მიგნებული ჭეშმარიტება, უფრო ახლოსაა სიმართლესთან, ამიტომ ყოველი გამოთქმული აზრი და ემოცია ღირებულია წინ ხვდება მას, ვინც იმავე სიმართლეს გაატარებს თავის თავში, თუნდაც სფეროს მეორე მხარეს, თუნდაც სხვა დროში.


2. რამდენად პროფესიონალურად არის ის ტექნიკურად შესრულებული?


საუკუნეების წინ ხელოვანი ადამიანი უფრო ხელოსანი იყო, რადგან მას უზარმაზარი სწავლება და გამოცდილება სჭირდებოდა ფორმების გამოსახატად. დიდი მხატვრები წლებს უთმობდნენ სახელოსნოებში მასწავლებლებთან ხატვის ტექნიკაში დაოსტატებას, მაგრამ ამ ტექნიკურმა, თითქმის მათემატიკური სიზუსტით შესრულებულმა ნამუშევრებმა დროთა განმავლობაში დაკარგეს მთავარი ღირებულება - ემოცია. ამიტომ დღეს ამ ფაქტორს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე შესრულების მანერას. თუმცა ტექნიკურად გამართულად გადმოცემული ემოცია ნამუშევარს მეტ ღირებულებას ანიჭებს და ტექნიკის სრულყოფილად ფლობა კი აზრის და ემოციის გამოხატვის საშუალებას აადვილებს.


3. რამდენად მნიშვნელოვანია მასში ჩადებული აზრი?


არსებობს ხელოვნების ნიმუშები, რომელთა შესრულების ტექნიკა დიდი ოსტატობით არ გამოირჩევა და შესაძლოა არც ემოციურად იყოს დატვირთული, მაგრამ მათი საშუალებით კაცობრიობას უდიდესი ინფორმაცია გადაეცა, მაგალითად იმ ეპოქაზე, რომელშიც არის ნამუშევარი შესრულებული. გამოქვაბულის კედლებზე შესრულებული ნამუშევრები მეტყველებენ ასი ათასი წლის წინანდელი ადამიანის წეს-ჩვეულებებზე, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვების სხვა წყარო არ არ არსებობს. ამიტომ მათი ღირებულება შეუფასებელია.

28 views
16177510_10212387927240263_3183456467487240242_o.jpg
bottom of page