top of page
  • Anna Bakradze

სიცოცხლის ხე

ადამიანი არის ნაკრები ყველაფრის, რაც როდესმე უნახავს.

ადამიანი არის ყველა მიღებული ემოციის სათავსო, ყველასი , ვისაც როდესმე შეხვედრია, ყველა მნიშვნელოვანი ფრაზის, ყველა მოგონების დაწყებული დაბადებიდან. ზოგიერთი მოგონება ცნობიერშია და ნათელი, ზოგი უფრო ღრმადაა შენახული, ზოგიერთი თითქოს არასდროს არსებულა, მაგრამ ისინი მაინც შეადგენენ ადამიანს, რომელიც დრეკადია, მუდმივად მზარდი, ცვალებადი და ამ ემოციებით ფორმირებული.

ემოციის მიღების მოთხოვნილება ისეთივე ძლიერია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც წყურვილი. იქნებ ამისთვის არსებობს კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა...

ხელოვნება.

ყოველი ადამიანი უნიკალურია, იმიტომ, რომ ვერავინ, თუნდაც იდენტურად მიმსგავსებული ვერ გაივლის ცხოვრების იმავე გზას, იმავე შთაბეჭდილებით.

როცა ადამიანი იწყებს შემოქმედებას, ის ხდება გამტარი მიღებული ემოციის, რომელსაც თავის გენეტიკას ამატებს და შედეგად იღებს და ტოვებს თავის უნიკალურ აზრს. შემოქმედებით გამოხატული ან გამოთქმული აზრი გადაეცემა სხვებს და ხდება ახალი წყარო შთაბეჭდილების, ახალი კომპონენტები ახალი აზრების დაბადებისთვის.

აზრები იბადებიან და ქრებიან, როგორც ადამიანები, როგორც უჯრედები, მაგრამ ისინი შეადგენენ ერთ მთლიან სხეულს და აგრძელებენ მის არსებობას.


ადამიანები გვანან ხის ტოტებს. თავიანთი ცხოვრებით, საქმიანობით, შემოქმედებით ისინი ქმნიან ახალ განშტოებებს, რომლებშიც ფესვებიდან მიღებულ ძირითად აზრებს, ამატებენ საკუთარ ქერქს, რომელიც გარემოს ზემოქმედებითაა ფორმირებული.

ხე იზრდება როგორც სინათლისკენ, ისევე ფესვების მიმართულებით. რაც უფრო უღრმავდება ადამიანი საფუძველს, მით უფრო მეტად შეადგენს ის საძირკველს, რომელიც განსაზღვრავს მთლიანი ხის არსს. რაც უფრო დიდია ფესვები, მით უფრო მყარია მისი საყრდენი. მაგრამ მხოლოდ საყრდენი არაფრის მომცემია, თუ მასზე არ გაიშალა ტოტები, რომლებიც გამოყოფს ჟანგბადს, ნაყოფს და რაც უფრო დიდია ხე, მით უფრო ძვირფასია ის და მშვენიერი.

შემოქმედება ხშირად სვამს ერთსა და იმავე კითხვას. ეს კითხვა სხვადასხვა სახითაა ნათქვამი, ან ნაგულისხმევი ავტორების უნიკალური გენეტიკის და შთაბეჭდილებების ნაკრების შესაბამისად. რა არის სინათლე და რაში მდგომარეობს სიბნელე რეალურად. შეიძლება თუ არა არსებობდეს ეს ორი სუბსტანცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად? იქნება დღე დღე ღამის გარეშე და იარსებებს ზაფხული ზამთრის გარეშე? სხვა სიტყვებით, არსებობს სიკეთე ბოროტების გარეშე და ბოროტება ყოველთვის შობს მხოლოდ სიბნელეს? იქნებ ორივეს ზომიერებაა საჭირო მუდმივი არსებობისთვის, რომ შეიქმნას სისწორე, რისკენაც ასე მიისწრაფვის კაცობრიობა. ეს არის ძიება, რომელიც ალბათ არასოდეს დასრულდება, სანამ ადამიანი იარსებებს დედამიწაზე. ის კი მანამდე იარსებებს, სანამ ბალანსი სითბოს და სიცივეს შორის იქნება დაცული.

ადამიანი არის ყველა დრო, რომელშიც უცხოვრია.


მე ვარ დრო, რომელშიც ყველა კითხვას ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული პასუხი; როცა უპასუხო კითხვის დასმა ზნეობრივი ჩარჩოების გადაცილებად ითვლებოდა. როცა სიტყვებს „კარგი“ და ცუდი“ ჰქონდა ეჭვგარეშე განსაზღვრებები და მათში ეჭვის შეტანა გზიდან აცდენად შეირაცხებოდა. ის რაც მიუღებელი იყო, არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მწყობრიდან ამოვარდნილი სიტყვა, როგორც დაზიანებული დეტალი, იცვლებოდა წარჩინებული, საჭირო ზომის, წონის და ყველა ნორმის დამცველი სიტყვით, რომელიც სინქრონულად ჩაჯდებოდა საზოგადოებრივ მანქანაში.

მერე დადგა უკალაპოტო დრო, რომელიც ანთხევდა დაგროვილ თავისუფლებას. ეს იყო ყველაფრის უკუღმა კეთების ინერცია, ყველა აკრძალვის, დაწესებული წესიერების ყველა განსაზღვების ნგრევა. ყველანაირი შიშის დათრგუნვის, საზღვრების გარღვევის დრო. დაუმორჩილებლობისკენ სწრაფვამ დათრგუნა სისუსტედ მიჩნეული სინაზე, სადღაც უხილავ თაროებზე შემოაწყო და დააგროვა მომდევნო დროში ამოსაფრქვევად, იმ დროისთვის, როცა მიმართულება ისევ იქნებოდა სინათლე. რომელიც ყოველთვის ცოცხლდება და იწყებს ყველაფრის თავისკენ მიზიდვას, თუმცა არასდროს არის მუდმივი, როგორც ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, როგორც დაძინება და გაღვიძება, როგორც კვდომა და როგორც ახალი სიცოცხლე.

რა არის საწვავი ამ მოძრაობის, ამ გულისფეთქვის, რომელიც ამ უსასრულო ციკლის გარშემო ატრიალებს ყველაფერს?

ეს არის მთავარი კითხვა, იმიტომ, რომ პასუხი უფრო მრავლისმომცველი იქნება, ვიდრე უბრალოდ ერთი კითხვის ერთი პასუხი.


მისი პოვნა ძალიან ძნელია, მაგრამ ძალიან საინტერესო.

ჩემი აზრით მისი ძებნა ღირს სიცოცხლედ.




 


TREE OF LIFE


Man is a collection of everything he has ever seen.

A person is a storeroom of all received emotions, of everyone he has ever met, of all important phrases, of all memories since birth.


Some memories are conscious and clear, some are stored deeper, some seem never to have existed, but they still make up a person who is flexible, constantly growing, changing and shaped by these emotions. The need to receive emotion is as strong and vital as thirst. Maybe cinema, theater, music, painting exist for that.


Every person is unique, because no one, even if they look identical, can go through the same path of life, with the same impression. When a person starts creation, he becomes a conduit of received emotion, which he adds to his genetics and as a result, he takes and leaves his unique thought. Creatively expressed thought is transmitted to others and becomes a new source of impressions, new components for the birth of new ideas.


Thoughts are born and die like people, like cells, but they make up one whole body and continue to exist. People are like tree branches. With their life, work, creativity, they create new ramifications, in which the main ideas received from the roots, they add to their own bark, which is formed by the influence of the environment. The tree grows both towards the light and towards the roots. The deeper one goes into the basis, the more one becomes the foundation that defines the essence of the whole tree. The larger the roots, the stronger its base. But only the base gives nothing, if the branches do not spread on it, which give off oxygen, fruit, and the bigger the tree, the more precious and beautiful it is.


Art often asks the same question. This question is phrased or implied differently according to the unique genetics and set of impressions of the authors. What is light and what does darkness really consist of? Can these two substances exist independently of each other? Will there be day without night and summer without winter? In other words, is there good without evil, and does evil always beget only darkness? Perhaps moderation of both is necessary for continued existence to create the rightness that humanity so strives for. It is a quest that will probably never end as long as man exists on earth. And he will exist as long as the balance between heat and cold is maintained.




A person is all the time in which he lived.


I was a time in which every question had a strictly defined answer; When asking an unanswered question was considered to go beyond the moral framework. When the words "good" and "bad" had unquestionable definitions, and to doubt them was to be misled. What was unacceptable should not have been accepted. A word out of order, like a damaged detail, was replaced by an excellent word, of the necessary size, weight, following the norms, which would be synchronously get into the public vehicle.

Then there came a time of chaos, which dimmed the accumulated freedom. It was the inertia of doing everything backwards, breaking down all prohibitions, all established definitions of propriety. Time to suppress all fears, break boundaries. The urge to disobey has repressed the tenderness considered as weakness, stored it somewhere on invisible shelves to be released in the next time, the time when the direction will be light again. which always comes to life and begins to draw all things to itself, though it is never permanent, like breathing in and breathing out, like sleeping and waking, like dying and like new life.

What is the fuel of this movement, this heartbeat, which turns everything around this endless cycle?

This is the main question, because the answer will be more comprehensive than just one answer to one question.


It is very difficult to find, but very interesting at the same time.

In my opinion, seeking is worth life.


33 views

Recent Posts

See All
16177510_10212387927240263_3183456467487240242_o.jpg
bottom of page