top of page
დნმ.jpg

pawawina sacavebSi damaluli istoria

     ყოველი ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ადამიანი, შედგება უჯრედებისგან, რომლის მთავარ ნაწილში - ბირთვში, პაწაწინა, X-ის ფორმის საცავებში - ქრომოსომებში, ზამბარის მსგავსი მოლეკულა - დნმ-ია მოთავსებული. ეს მოლეკულები 20 მილიონ ქიმიურ ნაერთს შეიცავს, რომლებშიც უზარმაზარი ისტორიაა შენახული ადამიანის გენეტიკის, წინაპრების და წარმომავლობის შესახებ. ყოველი განცდილი მძაფრი ემოცია რჩება როგორც ადამიანის მეხსიერებაში, ისე თითოეულ უჯრედში, დნმ-ში და ეს ინფორმაცია თაობებს გადაეცემა.

     პირველ ადამიანებს, რომლებიც აფრიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, დნმ მსგავსი ჰქონდათ. გამრავლებასთან ერთად მატულობდა დნმ-ს ჯგუფების მრავალფეროვნებაც. რადგან დედამიწის ძირითადი ნაწილი ხმელეთით და ყინულით იყო დაფარული, საშუალება ჰქონდათ ახალი მიწები აეთვისებინათ და ახალი თაობები ახალ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ. დროთა განმავლობაში, გარემო პირობების შესაბამისად, შეიცვალა მათი აგებულება, სხეულის ფორმები, კანის და თმის ფერი, ბუნება და ეს ცვლილებები მათ დნმ-შიც ჩაიწერა. 

 


     სამხრეთელები განსხვავდებოდნენ ჩრდილოელებისაგან, როგორც დასავლელები - აღმოსავლელებისაგან. თაობების ცვლასთან ერთად დნმ მუტაციას განიცდიდა და დღეს ჯგუფების რაოდენობა ისეთივე მრავალრიცხოვანია, როგორც ეროვნება, მაგრამ ნებისმიერი პიროვნების დნმ-ს გამოკვლევით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ვინ იყვნენ მისი წინაპრები, რომელი განშტოებიდან მოდიან ისინი და ვის ენათესავებიან. საწყისი ჯგუფები ძირითად ჯგუფებად ითვლება. მათი გეოგრაფიული განაწილებით მეტ-ნაკლებად შერეული წარმომავლობების ამოცნობაც შესაძლებელია.


     დედამიწის სხვადასხვა წერტილში აღმოჩენილი ძვლის ნაწილებში შენახულია ისტორია, რომელიც გვიყვება ჩვენს წარსულს მილიონი წლის წინა ცხოვრებიდან დღემდე.  

მიტოქონდრიული ევა

  ყოველი დღევანდელი ცოცხალი ადამიანი წარმოიშვა ერთი დედისგან, რომელსაც უწოდეს მიტოქონდრიული ევა (MT-EVE). მისი დნმ-სგან ვრცელდება ყველა დღევანდელი განშტოება და ის ცხოვრობდა დაახლოებით 200 000 წლის წინ.  

DNA GROUPS WOMEN
Untitled-1.png

Y-ქრომოსომული ადამი

 ყველა ამჟამად მცხოვრები მამაკაცის Y ქრომოსომა უშუალოდ მომდინარეობს ერთი შორეული წინაპრის Y ქრომოსომი-დან. ის ცხოვრობდა დაახლოებით 

300 000 წლის წინ და მას მოიხსენიებენ როგორც Y-ქრომოსომული ადამი

(Y-MRCA). 

DNA_GROUPS_MEN.png

არსებობს მოსაზრებაც, რომ ისინი ერთ დროში ცხოვრობდნენ. 

Dominant Haplogroups of the world.png
Dominant Haplogroups of the Caucasus.png

ჰაპლოჯგუფი R 

ეს ჯგუფი წარმოიშვა P1 ჯგუფისგან, რომელიც ძვ.წ.აღ. 35 000 - 30 000 წლებით თარიღდება და მისი სამშობლოა სამხ.- აღმ. აზია. R ჯგუფი გავრცელდა სხვადასხვა მიმართულებით.

ჰაპლოჯგუფი H 

ეს ჯგუფი წარმოიშვა

ძვ.წ.აღ. 57 000 - 47 000 წლებში, აზიაში.

Door.png

2

bottom of page