top of page
lascaux 5_edited.jpg

 ხელოვნება

ART

preistoriuli xelovneba

ხელოვნება, რომელიც არსებობდა კულტურის, დამწერლობის ჩამოყალიბებამდე.

   3 მილიონი წლის წინ, როდესაც ჰომინიდებმა პირველი იარაღი შექმნეს, დაიწყო პალეოლითის ეპოქა. თუმცა არც ქვედა და არც შუა პალეოლითის დროის ადამიანის მსგავს არსებას, ხელოვნების ნიმუშების შექმნის უნარი არ გააჩნდა. ამიტომ ხელოვნების ისტორია იწყება ზედა პალეოლითის დასაწყისიდან, როცა ჰომო საპიენსს, ადამიანს, აზროვნებასთან ერთად, შეეძლო რიტმული ხმაურისგან შეექმნა მუსიკა, სხეულის მოძრაობებით განესახიერებინა ეს ჟღერადობა და ამ გზით გამოეხატა ემოცია. გარდა ამისა ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავებით, მას უკვე ახასიათებდა განვითარებისკენ სწრაფვა და მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის ლოგიკური აზროვნებით ძიების უნარი.

qandakeba
monumenti
keramika
F042-.jpg

gamoqvabulis mxatvroba

    პალეოლითის ადამიანები მომთაბარენი იყვნენ. ამ ეპოქის ტემპერატურული ცვლილების შესაბამისად.პალეოლითური ხელოვნება გვხვდება ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. თუმცა ყველაზე კარგად გამოკვლეული რამდენიმე გამოქვაბულია. არსებობს ძირითადი განსხვავებები ხელოვნების ტრადიციებს შორის, რასაც გეოგრაფიული თავისებურება განაპირობებდა. მაგალითად, ევროპის გამოქვაბულებში ძირითადად ცხოველების გამოსახულებებია, აფრიკისა და ავსტრალიის მხატვრობებში კი დომინანტია ადამიანი. დედამიწის სხვადასხვა წერტილებში აღმოჩენილი ხელოვნების საწყისები, რომლებიც ერთადერთი წყაროა პირველი ადამიანების ბუნების შესასწავლად, დაკავშირებულია ერთმანეთთან,როგორც შინაარსობრივად, ასევე სტილისტურად. ხელოვნების პირველი ნიმუშებისთვის, რომელიც დღემდე შემორჩენილია, ადგილებიც კი ერთნაირად არის შერჩეული. ესენია:

1. ღრმა გამოქვაბულები, სადაც საჭიროა ხელოვნური განათება;

2. გამოქვაბულები, რომლებსაც თავშესაფრად იყენებდნენ და რომლებიც მეტნაკლებად განათებული იყო;

3. ღია ცის ქვეშ კლდეები, რომლებიც მთლიანად განათებულია.

 

ორი ტენდენცია იკვეთება - კლდე და გამოქვაბული, ე.ი. ხელოვნება სინათლეში და ხელოვნება სიბნელეში. თემები ორივე ტენდეციაში ერთნაირია.    

ცხოველები
მარტორქა, ცხენი, ლომი, მამონტი, დათვი.ირემი,ბიზონი, ფრინველები, თევზები, ქვეწარმავლები. გეოგრაფიული თავისებურების მიხედვით იცვლება ფაუნაც. მაგალითად ავსტრალიურ მხატვრობაში ხშირია კენგურუს გამოსახულება.ინდურში კი გვხვდება სპილო. 

ადამიანები
სხეულის გამოსახულებები უმეტესწილად არარეალისტურია, სიმბოლური.
ძირითადად ნადირობის და რიტუალების სცენებია ასახული. სხეულის რეალურ ფორმებთან მი
ახლოებული მხოლოდ ხელების შაბლონური ნახატებია. 

გეომეტრიული ფიგურები:
ზები, წერტილები, რომელთა ერთობლიობა გარკვეულ ფორმებს ქმნის.

შესრულების ტექნიკა

     გამოქვაბულის კედლებზე ნახატების შესასრულებლად საღებავის - ბუნებრივი პიგმენტის მოსაპოვებლად შორ

მანძილებზე მოგზაურობდნენ მამაკაცები. მყარ პიგმენტებს დიდი ზომის ძვლებით ფქვავდნენ, რისი კვალიც შემორჩენილია გამოქვაბულის სივრცეებში. ფხვიერ პიგმენტებს აზავებდნენ ხშირ შემთხვევაში ცხოველურ ცხიმებთან, რაც საღებავს წებოვანებას მატებდა. კედელი დიდხანს ინარჩუნებდა ასეთ საღებავს. გარდა ამისა შესაზავებლად იყენებდნენ წყალს, ბოსტნეულის წვენს, ძვლის ტვინს, შარდს, სისხლს და რაღათქმაუნდა კვერცხის ცილას, რომელიც დღემდე პიგმენტის გამხსნელ საუკეთესო საშუალებად ითვლება.

სახატავი მასალა - ბუნებრივი პიგმენტები 

სახატავი ინსტრუმენტები

ესპანეთი
ალტამირას გამოქვაბული

ძვ.წ.  36 000 წ.

   1878 წელს, იურისტი და მოყვარული არქეოლოგი, მარსელინო სან დე საუტოლა და მისი შვილი მარია სეირნობდნენ თავიანთ კუთვნილ მიწაზე, სადაც გამოქვაბულიც იყო. მარიამ დაინახა ნახატები კედლებზე და მამას აჩვენა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ამ დროს მათ ესპანეთის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ საგანძურს მიაგნეს. ეს ადგილი მხოლოდ ორი ათწლეულის შემდეგ აღიარა ოფიციალურად არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 

Altamira explorers.jpg
Altamira explorers 2.jpg

შოვეს გამოქვაბული

საფრანგეთი

ძვ.წ. 31000 - 28 000 წ.

ლასკოს გამოქვაბული

ძვ.წ. 17000 წ.

   1994 წელს, შოვეს გამოქვაბულის აღმოჩენამდე მის მახლობლად, სამმა არქეოლოგმა, ჟან-მარი შოვემ, ელიეტ ბრუნელმა და კრისტიან ჰილერმა აღმოაჩინეს პრეისტორიული ადამიანის კვალი. შემდეგ მათ ძიება განაგრძეს და საკმაოდ რთული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, რაც გამოქვაბულის ჩახერგილ შესასვლელს უკავშირდებოდა, მათ შეძლეს შეღწევა გამოქვაბულში, თუმცა ისტორიული მნიშვნელობის საოცარი ნიმუშები ღირდა ყველა სირთულედ.  

   1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ქალაქ მონტინიაკში მცხოვრები სამმა ახალგაზრდა ბიჭმა გადაწყვიტა მელიების ბუნაგით მიწისქვეშა გვირაბში ჩასვლა, რომელიც ლეგენდის თანახმად ლასკოს მამულში გადიოდა. მათ 30მ-ის სიგრძის მოხატული გალერეა აღმოაჩინეს. მეორე დღეს მიწისქვეშა ხვრელში ჩავიდნენ თოკებით, რომელიც 8 მ სიმაღლის იყო. ამის შესახებ მეორე დღესვე უამბეს მასწავლებელს და მამა ანრი ბროის, რომელიც მოყვარული არქეოლოგი იყო. 

chauvet explorers 2.jpg
Abbe breuil 4.jpg
Australia

ავსტრალია
კიმბერლის კლდის ხელოვნება

ძვ.წ. 65000 - 18 000 წ.

  კიმბერლის რეგიონში არის მსოფლიოში უძველესი და ყველაზე მრავალფეროვანი კლდის ხელოვნების კოლექცია, რომელიც ათობით ათასი წლის განმავლობაში იხატებოდა. რეგიონი ცნობილია ვანჯინას სტილის კლდოვანი ხელოვნებით.  

 

   ვანჯინა ეს არის ადამიანის მსგავსი - ანთროპომორფული არსება, რომელიც იცვლის ფორმას. ის მთავარი შემოქმოქმედი სულია, ადამიანის სულიერი წინაპარი, რომელიც განაგებს წვიმას და სეზონების ცვლილებებს. მისი სხეული ხშირად გამოხატულია წერტილებით, რაც ნალექისსიმბოლური გამოხატულებაა. ამ მითოლოგიამ დიდი როლი ითამაშა კიმბერლის კულტურის ისტორიაში და მისი დახატვის უფლება მხოლოდ ადგილობრივი ტომის ადამიანებს აქვთ. 

 

   რეგიონში არსებობს ხელოვნების კიდევ ერთი სტილი გვიონი, რომელიც ადამიანის წაგრძელებული ფიგურებით ხასიათდება.

აფრიკა
სანთა კლდის ხელოვნება

ძვ.წ. 73 000 წ.