top of page
16177510_10212387927240263_3183456467487240242_o.jpg

ადამიანი არის გამტარი ყველა მიღებული ემოციის, ხელოვნება კი საშუალება ამ ემოციის გადმოცემის. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები თავიანთ სათქმელს ხელოვნების საშუალებით გამოთქვამდნენ და ამ გზით შეგნებულად, თუ შეუგნებლად უტოვებდნენ მომავალ თაობებს თავიანთ განცდებს, აზრებს, იმედებს, რწმენებს, თავიანთ უნიკალურ ცნობიერებაში გატარებულ რეალობას ინდივიდუალურ დამოკიდებულებას ამოუცნობი, უკიდეგანო სამყაროს მიმართ. ყოველთვის, როცა ვიწყებდი ხელოვნების შესწავლას, მებადებოდა უკმარისობის განცდა, რადგან ჩემი აზრით შეუძლებელია მისი, როგორც ცალკეული დარგის სრულყოფილად შესწავლა ისტორიის, რელიგიის და ნაწილობრივ ფილოსოფიის გარეშე, ისევე, როგორც ანატომია არ ისწავლება სხეულის მხოლოდ ერთ კიდურზე დაკვირვებით. ეს ერთი მთლიანი სხეულია და ჩემთვის ის სამყაროს დასაბამიდან დღემდე დაბადებული ყველა ადამიანის ნაგრძნობს, ნააზრევს და გამოთქმულ ჭეშმარიტებას ნიშნავს. ამიტომ ეს ერთგვარი კვლევაა, რომლის განმავლობაშიც ვეცდები ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ერთად და თანმიმდევრულად, ერთ სივრცეში თავმოყრას, ილუსტრაციებით, სქემებით, ყველა საჭირო ვიზუალური მასალით, რომ ეს კვლევა ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად აღქმადი და საინტერესო იყოს, რადგან ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ის არის სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების დინების მიმართულებას, გარდა ამისა მრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს თუ რამხელა გავლენას ახდენს, როგორ ცვლის და ზემოქმედებს ხელოვნება ყოველი ადამიანის როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ, ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დღეს, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მრავალწლიანი საქმიანობა ილუსტრაციის სფეროში, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების გარდა, ასევე ერთგვარი კვლევა იყო, რომელმაც ბუნებრივი ფერების და ფორმების, ესთეტიკური ჰარმონიის ძიებით და პოლიგრაფიული ნაწარმის საშუალებით გაზიარებით, დამანახა, რომ ადამიანებზე, განურჩევლად ასაკისა, ინტერესებისა, ეროვნებისა თუ რელიგიისა, ხელოვნება ერთნაირად ზემოქმედებს, რომ შესაძლებელია ერთი ადამიანის მიერ ნაგრძნობი, აღფრთოვანების და აღმაფრენის თუნდაც ქაღალდით გადაცემა და იმავე აღმაფრენის დროისა და სივრცის მიღმა განმეორება სხვა ადამიანში. ამ ძალიან საინტერესო პროცესმა ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის სამყაროს აღქმაში, დამისახა ახალი მიზნები და გამიხსნა კარი ახალი მოგზაურობისთვის, სფეროში, რომელიც უზომოდ მიყვარს.

Art, History
& Religion

Behind the Art

Documentary Series on Youtube 

ფორმები და მიმდინარეობები

 ხელოვნება

Untitled-1.jpg
Prehistory 3.jpg

gamoqvabulis mxatvroba

პრეისტორიული ეპოქა

p05jmx5v.jpg

qandakeba

STONEHENGE.webp

monumentebi

გვერდის გამოწერა

ელექტრონული ფოსტით

Art Installation

გამოიწერეთ

  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
  • Twitter

ყოველი ნაბიჯი

და მიიღეთ ინფორმაცია ყოველი ახალი კარის გახსნისას სოციალური ქსელების სიახლეების ველში, სადაც შეგიძლიათ ​თითოეულ სტატიაზე გამიზიაროთ თქვენი აზრი, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩემთვის.

bottom of page