





gamyinvareba

მილიონობით წლის წინა პერიოდის კლიმატის დადგენა ნიადაგის სიღრმიდან დალექილი ფენების გრძივი, 2 კმ-ის სიგრძის ნიმუშის ამოჭრით გახდა შესაძლებელი, რომელზეც 1 მმ აღნიშნავს 1 წლის მდგომარეობას.
65 მლნ წლის წინ დედამიწაზე უზარმაზარი მეტეორის დაჯახების გამო დიდი აფეთქება მოხდა, რამაც მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევა გამოიწვია. დაიწყო კლიმატის ცვლილება.
გ ა მ ო მ წ ვ ე ვ ი მ ი ზ ე ზ ე ბ ი
ორბიტის ცვლილება
მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის ხაზი პერიოდულად იცვლება. ამ დროს ჩვენი პლანეტა ჩვეულებრივზე მეტად შორდება მზეს, შესაბამისად ტემპერატურა მკვეთრად იკლებს.
ვულკანის ამოფრქვევა
1. ვულკანის ამოფრქვევისას ლავასთან ერთად იფრქვევა დიდი რაოდენობით ფერფლი, რომელიც ადის გარკვეულ სიმაღლეზე და გროვდება ღრუბელის სახით, რაც ჩრდილივით ადგას დედამიწას და მზის სითბოს აკავებს. ამ დროს მკვეთრად იკლებს ტემპერატურა. 2. მისი ამოფრქვევისას ასევე გამოიყოფა დიდი რაოდენობით გოგირდმჟავა, რომელიც წყლის ორთქლთან შედის რეაქციაში, ქმნის წვეთებს მაღლა ცაში, რომლებიც მზის სხივებს ირეკლავენ და აბრუნებენ უკან კოსმოსში. მაგალითად 1783 წელს ისლანდიაში ვულკან "ლაკის” ამოფრქვევის გამო აღმოსავლეთ ამერიკაში 10 გრადუსით დაიკლო ტემპერატურამ.

წყლის ცირკულაციის დარღვევა
ზღვების და ოკეანეების დინება წყლის გეგმაზომიერ ბრუნვას - ცირკულაციას იწვევს. დედამიწის ყველაზე ცხელ სარტყელთან - ეკვატორთან მიახლოებული წყლის ზედაპირი თბება და მიმოქცევის გზით სითბოს მთელ დედამიწაზე ანაწილებს. პოლუსებთან დაბრუნებისას ისევ ცივდება და ამგვარად იქმნება სითბოს გამანაწილებელი კონვეიერი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წყლის სისტემა, რომელიც დედამიწაზე სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მისი დარღვევით, მწყობრიდან გამოდის ტემპერატურული სტაბილურობა და იწყება სტიქიური ცვლილებები. როდესაც ცენტრალურ ნაწილში წყლის გათბობა არ ხდება საჭირო დონეზე, პოლუსებზე ყინულის მოცულობა მატულობს. ყინულის სახით დიდი რაოდენობით წყლის შეკავება პოლუსებზე კი დედამიწის დანარჩენ ნაწილში გლობალურ დათბობას - ტემპერატურის მკვეთრად მატებას იწვევს. მკვეთრი მატება ყინულის სწრაფად დნობას და დიდი რაოდენობით ცივი ჰაერის მასების ჩამოდინებას. უკანასკნელი გამყინვარება 13 000 წლის წინ სწორედ ასე დაიწყო. ამგვარად სიცივე გადადის სიცხეში, სიცხე კიდევ უფრო მეტ სიცივეში. ერთი უკიდურესობა იწვევს მეორე უკიდურესობას და იმისთვის, რომ დადგეს სტაბილურობა, საჭიროა სითბოს და სიცივის თანაბარი, ზომიერი, გაწონასწორებული ცვალებადობა. ეს არის პირობა სიცოცხლის არსებობისთვის.
პოლუსებზე ყინული გაიზარდა, ამის გამო ტემპერატურა 5°c - ით შემცირდა, რამაც უზარმაზარი ცვლილება გამოიწვია - წყლის დონემ 100 მეტრით დაიკლო, მიწა და ტყის მასივები გაიყინა. გამყინვარების პერიოდში მცხოვრები ჰომინინები, რომელთა ისტორიაც 7 000 000 წლის წინ იწყება, დედამიწის ყველაზე ცხელ ტერიტორიაზე - აფრიკაში ცხოვრობდნენ. ისინი სხეულის დაფარვას დიდი ცხოველების ბეწვით და ტყავით ცდილობდნენ. გარდა ამისა, მცენარეული საკვების სიმცირის გამო, ასევე, დიდ ცხოველებზე ნადირობდნენ, რომ ხორცის მარაგი მოეპოვებინათ. ამ პერიოდში ბევრი ცხოველი გადაშენდა. 45 000 წლის წინ სითბომ მოიმატა და ჰომინინებმაც დაიწყეს მიგრაცია სხვადასხვა მიმართულებით.
მაგრამ ახალი საფრთხე ყინულის დნობით დაიწყო. პოლუსებიდან დიდი რაოდენობით ცივი წყლის ჩამოდინებამ დაარღვია წყლის ცირკულაცია (ნალექის და აორთქლების ზომიერი ცვალებადობა) და შეაჩერა დათბობის პროცესი. ტემპერატურა დაეცა და დაიწყო ყველაზე დიდი წყალდიდობა დედამიწაზე. წყალმა დაფარა უზარმაზარი ხმელეთის ნაწილი. წყლის დონე მატულობდა 5 000 წლის განმავლობაში. 7 000 წლის წინ კლიმატის ცვლილება დაიწყო, დინება ჩადგა ნორმაში და ხმელეთმა დაიწყო გაფართოება.

დიდი გამყინვარების შემდეგ, გლობალური აცივების პერიოდიდან, რაც ყინულის დნობის დაწყების ეტაპს გულისხმობს, იწყება ადამიანის წინამორბედის - ჰომინინის ისტორიაც. ტემპერატურის სტაბილურ მაჩვენებლამდე დარეგულირებამდე, ჰომინინთა ახალი სახეობები ჩნდებოდნენ, თუმცა გადარჩენას ვერ ახერხებდნენ. უკანასკნელი სახეობები, რომლებიც შესაძლოა ჩაითვალოს ჰომო საპიენსის წინაპრად, შედარებით ძლიერები აღმოჩნდნენ, რადგან ახერხებდნენ გამყინვარებასთან ერთად არსებობას, გარდა ამისა, განვითარებას და შემოქმედებასაც, რადგან ამ პერიოდში უკვე არსებობდა პრეისტორიული ხელოვნება.

